ჯო ბაიდენი: მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზელენსკის თეთრ სახლში

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მოუთმენლად ელოდება.

„მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში, რათა კვლავ დავადასტურო ამერიკის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი“, – დაწერა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დღეს შეხვდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები