ფხენიანმა 3 მილიონ ვაქცინაზე თქვა უარი და COVAX-ს მათი გადაცემა მეტად დაზარალებული ქვეყნებისთვის ურჩია

ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური კომპანია – Sinovac-ის 3 მილიონ დოზაზე თქვა უარი და COVAX-ს ურჩია, ისინი მეტად დაზარალებულ ქვეყნებს გადასცენ.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გაზეთის წყაროს ინფორმაციით, სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრომ უარი ახსნა საერთაშორისო ვაქცინების სიმცირითა და სხვა ქვეყნებში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდით.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ უმჯობესია, ვაქცინები გაიგზავნოს “პანდემიისგან მეტად დაზარალებულ ქვეყნებში”.

ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. პანდემიის დაწყებიდან, ფხენიანმა მთლიანად ჩაკეტა ქვეყნის საზღვრები, რათა თავიდან აერიდებინა ტერიტორიაზე ინფექციის შეტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები