გორის მერმა ტელეკომპანია “პირველის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

თავზარაშვილის თქმით, ინფორმაცია, რომელიც “ტვ პირველმა” გაავრცელა, რომ თითქოს მან საკუთარი ეზოს მოსაპირკეთებელი მასალა არაკანონიერი გზით მიიღო, სიცრუეა.

“ინფორმაცია, თითქოსზ ბიუჯეტით ნაყიდი ფილები შევიტანე სახლში და ამას ვაგებ, დოკუმენტაცია დავდე, რომ ეს არ იყო სწორი. მათ ეს არ გაითვალისწინეს, არც ბოდიში მოიხადეს, არც უარყვეს, რომ შეცდნენ და მოსახლეობა შეიყვანეს შეცდომაში. ახლა უკვე სასამართლოს ძალით ვითხოვ, რომ ტელეკომპანიამ ბოდიში მოიხადოს”, – აღნიშნა გორის მერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები