ბაღდათის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის, პარტია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი  – კახა ენუქიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ წითელხევის მოსახლეობას შეხვდა.

“ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად, სოფელ საკრაულას, ზედა და ქვედა ზეგანის მცხოვრებლებს შევხვდი. აქ მოსახლეობა კარგად მიცნობს. ოთხი წლის მანძილზე მათთვის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გადაგვიჭრია. ამიტომაც, მათგან ნდობა და მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ამჯერად, სოფელ საკრაულას, ზედა და ქვედა ზეგანის მთავარი გამოწვევა შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაა, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მიმდინარე წლის პროექტების ნუსხაში”, – თქვა კახა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები