პარტნიორებს შორის დავა და ვერგადანაწილებული ბიზნესი – რა მოხდა განმუხურში

განმუხურში მომხდარი მკვლელობის შესახებ “კვირასთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, ვლადიმერ ვახანიასა და მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავის, ასევე ბიზნესმენის შეხვედრა მოკლულის მშენებარე სასტუმროში შედგა, სადაც ბიზნესპარტნიორები, სავარაუდოდ, წილების გადანაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ. შედეგად, ვახანიასთან სტუმრად მყოფმა ბიზნესმენმა მასპინძელს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა და მიიმალა.

“კვირას” ინფორმაციით, სავარაუდო დანმაშავემ შესაძლოა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა სცადოს. საოკუპაციო ხაზი შემთხვევის ადგილთან რამდენიმე მეტრშია.

ცნობისთვის, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ვლადიმირ ვახანია 3.5 წელი პატიმრობაში იმყოფებოდა, 2012 წელს კი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოლიციას სავარაუდო ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები