განმუხურში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მოკლეს

განმუხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ვლადიმერ ვახანია მოკლეს.

“კვირას” ინფორმაციით, მკვლელობა ვახანიას კუთვნილ მშენებარე სასტუმროში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენს ჭრილობა დანით მიაყენეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

არაოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა, უცნობია, დაკავებულია თუ არა.

ცნობისთვის, ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციას სავარაუდო ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული ჰყავს. მკვლელობა წარსულ დავას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები