გივი მიქანაძე: როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები გავატარეთ და დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გავგზავნეთ, იქედან არანაირი შენიშვნა არ მოსულა

“აპრილში „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო საერთო სასამართლოს შესახებ კანონში, რომლითაც შესრულდა ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიას წარმოდგენილი ჰქონდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში იქნა გაგზავნილი, საიდანაც მმართველ გუნდს შენიშვნები არ მიუღია.

“მიმდინარე წლის აპრილში, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ინიციატივით მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები საერთო სასამართლოს შესახებ კანონში, რომლითაც აბსოლუტურად შესრულდა ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიას წარმოდგენილი ჰქონდა. ამის შემდეგ, კონკურსები ხელახლა გამოცხადდა და მაქსიმალურად განისაზღვრა ის პირობები, რომელიც შერჩევის გამჭვირვალობასა და გასაჩივრების მექანიზმთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ეს ცვლილებები გავატარეთ კანონმდებლობაში და შემდეგ დოკუმენტი ცვლილებებით გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, იქედან ამ საკითხებზე არანაირი შენიშვნა არ მოსულა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები