პუტინმა გაამხილა, თუ რაზე ოცნებობდა ბავშვობაში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ბავშვობაში სურდა, გამხდარიყო მეზღვაური, ან მფრინავი, ან თუნდაც მზვერავი, რაც აისრულა კიდევაც, მაგრამ, მისი თქმით, მთავარია – სურდა, ემსახურა სამშობლოსთვის და, ამ მხრივ, მისი ოცნება ახდა.

ამის შესახებ ვლადივოსტოკის ბავშვთა ცენტრის – “ოკეანეს” სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე თქვა – ერთ-ერთი მოსწავლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, აუხდა თუ არა მას ბავშვობის ოცნებები.

“უამრავი ბიჭუნას მსგავსად, მეც მინდოდა, მეზღვაური ვყოფილიყავი, შემდეგ მფრინავი, შემდეგ მზვერავი – და ეს გეგმა განვახორციელე, ასე აეწყო ცხოვრება. ხანდახან მეც კი ვარ გაკვირვებული, როგორ მოხდა ასე. სინამდვილეში, ეს რთულია, ხომ არ შეიძლება, უბრალოდ მოხვიდე და თქვა: მე მინდა, ვიყო მზვერავი და აგიყვანეს. ასე თითქოს არ ხდება, მაგრამ მე გამომივიდა”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს სულაც არ არის მთავარი, არამედ მთავარია, სკოლა, ოჯახი და გარემოცვა იყოს ორიენტირებული სამშობლოს მსახურებაზე, თავდადებაზე.

“დღეს მე სწორედ ამას ვაკეთებ. და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით მე შევძელი იმის მიღწევა, რაზეც ვოცნებობდი”, – დასძინა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები