გიორგი კალანდარიშვილი: 2 ოქტომბერს ჩვენს ამომრჩევლებს შევთავაზებთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს, რა გამოწვევის წინაშეც პანდემიამ დაგვაყენა

„არის არაერთი გამოწვევა, მათ შორისაა პანდემია, დეზინფორმაცია, საარჩევნო რეფორმა, რომლის განხორციელებაშიც მთავარი როლი და წვლილი საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს”, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო ამომრჩევლებს უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შესთავაზებს.

„არის არაერთი გამოწვევა, მათ შორის არის პანდემია, დეზინფორმაცია, საარჩევნო რეფორმა, რომლის განხორციელებაშიც მთავარი როლი და წვლილი საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს. თუმცა, ჩვენ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვიღებთ, ვახორციელებთ ყველა იმ აქტივობას, რომელიც უპირობოდ შეასრულებს ამ გამოწვევებზე პასუხის მიზანს. დიდი იმედი მაქვს, 2 ოქტომბერს ჩვენს ამომრჩევლებს შევთავაზებთ, ერთი მხრივ, ზოგად უსაფრთხო და, მეორე მხრივ, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს, რომელი გამოწვევის წინაშეც დღევანდელმა პანდემიამ დაგვაყენა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები