ლავროვი: რუსეთს არ უნდა ესაუბროთ “მასწავლებლების” პოზიციიდან, როგორც ამას აკეთებს დასავლეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ უფლება, რუსეთთან დიალოგი “მასწავლებლების” პოზიციიდან აწარმოონ, რუსეთის ფედერაცია ცდილობს მხოლოდ თანაბარი ურთიერთობების დამყარებას სხვა სახელმწიფოებთან.

ამის შესახებ მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში (МГИМО) განაცხადა, სადაც, ტრადიციულად, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სტუდენტებს.

”არასოდეს გვსურდა რაიმე სახის კონფრონტაცია ან თვითიზოლაცია. მით უმეტეს, ღია ვართ ურთიერთქმედებისთვის იმავე დასავლურ ქვეყნებთან, თუ ისინი შეიცვლიან მიდგომას და შეწყვეტენ მასწავლებლების პოზიციებიდან გამოსვლებს, რომლებმაც ყველაფერი იციან და უცოდველნი არიან, მაგრამ რუსეთი არის მოსწავლე, რომელმაც საშინაო დავალება უნდა შეასრულოს. ასე საუბარი არავისთან ვარგა, მით უმეტეს, რუსეთთან, ” – თქვა მან.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია თანაბრად ცდილობს, გააძლიეროს თავისი სუვერენიტეტი და დაამყაროს მეგობრული ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები