ლავროვი: რუსეთი მზად არის, საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება უნდოდა, თუმცა, მისი თქმით, ამას რუსი პარლამენტარების მიმართ განხორციელებულმა უხეშმა პროვოკაციამ შეუშალა ხელი.

მისი თქმით, თუ საქართველოს სურს, რუსეთთან ნორმალურად იცხოვროს, როგორც მეზობელთან, მოსკოვი მზად არის ურთიერთობის აღდგენისთვის.

“თუ საქართველოს ნამდვილად სურს, არ “გაათამაშოს რუსეთის კარტი” დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად და სურს, იცხოვროს ჩვენთან, როგორც მეზობელთან ერთად, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ მომენტში”, – თქვა მან სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები