პარლამენტის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს გაიხსნება
მე-10 მოწვევის პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე გაიხსნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ვემზადებით საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის. საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს – 7 სექტემბერს გაიმართება, მაგრამ, ვინაიდან წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ერთი თვით შევწყვეტთ მუშაობას.
თუმცა, საჭიროა, ჩავატაროთ ბიუროს სხდომა და საორგანიზაციო საკითხები გავიაროთ. მომავალ კვირაში კიდევ ერთი ბიუროს სხდომა გაიმართება და საშემოდგომო სესიას გავხსნით უკვე 7 სექტემბერს”, – განაცხადა კახა კუჭავამ.