მალხაზ ბეგიაშვილი – სიღნაღელ ახალგაზრდებს: მიზანდასახულობას, ცოდნასა და შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მალხაზ ბეგიაშვილი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა და კანდიდატმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, წარმატებულ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს განათლების მნიშვნელობაზე, მათი, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ჩართულობასა და გააქტიურების შესახებ ესაუბრა.

“მიზანდასახულობას, ცოდნასა და შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი, არასდროს დაგეზაროთ სწავლა, განათლების მიღება, იოცნებეთ გაბედულად და დაისახეთ მაღალი მიზნები. იარეთ წინ, სადაც იპოვით საკუთარ თავს იქ რეალიზდით. თქვენი აქტიურობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე წარმატების მისაღწევად,“ – თქვა მალხაზ ბეგიაშვილმა.

შეხვედრის დასასრულ, კანდიდატმა საკუთარ გამოცდილებაზე, განსახორციელებელ გეგმებსა და მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებზე ისაუბრა ახალაგზრდებთან და მათთან სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები