ცაგერის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, გიორგი ნემსაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვედა ცაგერისა და ჩხუტელის ამომრჩეველს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესა და პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივ აქტივთან ერთად შეხვდა.
შეხვედრაზე ქვედა ცაგერისა და ჩხუტელის თემში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე იყო საუბარი.
გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა გადაჭრას მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყება.