როგორია კორონავირუსის გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი მოზარდებში – ამირან გამყრელიძის განმარტება

როგორია კორონავირუსის გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი მოზარდებში – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გამყრელიძემ საუბრისას ბავშვთა ვაქცინაციის შესახებაც გაამახვილა ყურადღება.

“14 წლამდე ბავშვებში ჩვენ გვაქვს ინფიცირების 15%-იანი მაჩვენებელი, ხოლო 19 წლამდე – 20%-იანი ნიშნული. დღეს რომ 4700 შემთხვევა იყო, ამ რიცხვის 15% 14 წლამდე ბავშვი იყო.

მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არის ერთიანი პოზიცია. როგორც წესი, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია – ეს არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“. ამ აცრებით ბავშვებში ვაქცინაცია დაწყებულია კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.

სკანდინავიის ქვეყნებში ამასთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს. ასევე, ამ საკითხს განიხილავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. მათი წინადადება ამ ეტაპზე არის, რომ ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებზე კონკრეტული ჩვენებებით, ანუ სადაც არის განსაკუთრებული საფრთხე და თანმხლები დაავადებები. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა ჩვენც გვქონდა – თუ არ ვცდები, 12-დან 15 წლამდე 10-მდე ბავშვი ავცერით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები