გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც „თალიბანს“ მოუწოდებს, უსაფრთხო გასვლა უზრუნველყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ავღანეთის დატოვება სურს
გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ მოუწოდებს, უსაფრთხო გასვლა უზრუნველყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ავღანეთის დატოვება სურს.
აღნიშნულ რეზოლუციას მხარი გაეროს უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ძალისხმევის გააქტიურებას. რეზოლუცია ასევე მოიცავს მოთხოვნას, რომ ავღანეთის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სხვა ქვეყნისთვის საფრთხის შესაქმნელად ან ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფრად.