დიმიტრი ზურაბიშვილი: პოლიტიკოსისთვის მთავარია პროფესიონალიზმი, სამართლიანობა, პატიოსნება და გუნდურობა

“ქართული ოცნების” მცხეთის მერობის კანდიდატი, დიმიტრი ზურაბიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარ თვისებად გულწრფელობასა და უბრალოებას მიიჩნევს. კანდიდატის პროფესიული გზა მთლიანად მცხეთას უკავშირდება. მცხეთაში დაიწყო მისი პროფესიული მოღვაწეობა და, მერად არჩევის შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტზე ზრუნვას ასევე დიდი პასუხისმგებლობით აპირებს.

„ბავშვობიდან  მიზანდასახული ვიყავი და ყოველთვის მჯეროდა, თუ მიზანი გაქვს, აუცილებლად მიაღწევ. მე ჩემით განვვლე კარიერის გზა რიგითი თანამშრომლობიდან მაღალ საფეხურამდე. ვიცი სწავლისა და შრომის ფასი და ყოველთვის მზად ვარ, დავეხმარო ყველა მიზანდასახულ ადამიანს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს.
უშიშროების აკადემიის დამთავრების შემდეგ, ჩემი პირველი სამსახური მცხეთას უკავშირდება. აქ გავიარე ყველა საფეხური, რიგითი თანამშომლობიდან სამსახურის უფროსობამდე, რაც ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. სამწუხაროდ, ბევრი გამოწვევის წინაშე ვიდექი, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყოდი, რომ ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ვემსახურებოდი. ჩემი სამსახურეობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი თითოეული ადამიანის უსაფრთხოების და ასევე მათი თავისუფლების ფასი.
მოსახლეობისგან ნდობას მოიპოვებ იმ შემთხვევაში, როდესაც მათიანი ხდები. სწორედ ეს იყო ჩემი პრინციპი და იმავე პრინციპებით მსურს, განვაგრძო მუშაობა პოლიტიკაში. მთავარი თვისება, რაც პოლიტიკოსს სჭირდება, არის ხალხთან გულწრფელობა.  ასევე, უმნიშვნელოვანესია  პროცესების თუ ორგანიზაციის სისტემური  მართვა  თანამშრომელთა მაქსიმალური ჩართულობით.
ჩემი პროფესიული ცხოვრების გზა არ ყოფილა მარტივი. ვფიქრობ, მცხეთის  მერად არჩევის შემთხვევაშიც  საკმაოდ რთული გზის გავლა მომიწევს, მაგრამ, ძალას მმატებს ის გარემოება,  რომ ხალხს უნდა ვემსახურო. ამას უდიდესი პასუხისმგებლობა სჭირდება და სიამოვნებით ავიღებ ამ პასუხისმგებლობას ჩემს გუნდთან ერთად“, –  განაცხადა მცხეთის მერობის კანდიდატმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები