უსაფრთხოების რჩევები კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის
ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. დამნაშავეები ცდილობენ, მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებსა და საბანკო ბარათებზე თაღლითური გზით მოიპოვონ ინფორმაცია. კიბერ დამნაშაავეები სამი სქემით მოქმედებენ:
1. ფიშინგ ვებ-გვერდები: კიბერ დამნაშავე ინტერნეტბანკის ანალოგიურ ვებ-გვერდს ქმნიან და მას სოციალურ ქსელებში არეკლამებენ ისე, თითქოს, რაიმე გათამაშებაში შეეძლოს მომხმარებელს მონაწილეობის მიღება. თაღლითურ ვებ-გვერდზე პაროლისა და სმს კოდის შეყვანის შემთხვევაში, კიბერ დამნაშავეს შეუძლია, მიითვისოს თანხები მომხმარებლის საბანკო ანგარიშებიდან.
2. თაღლითური მეილები: კიბერ დამნაშავეები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ბმულით ან მიბმული ფაილით ითხოვენ პერსონალური მონაცემების გაზიარებას. მათ მიერ გამოგზავნილ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა ინტერნეტ-თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ.
3. თაღლითური sms და ზარები: კიბერ დამნაშავეები მოკლე ტექსტური შეყტობინებებით ან ზარებით ცდილობენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მოპარვას. როგორ წესი, მათ თქვენი ბარათის მონაცემები და პაროლი აინტერესებთ. როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან: • ყურადღებით დააკვირდით იმ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება, მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან; • მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით.
დააკვირდით ელეტრონული ფოსტის გამომგზავნის მისამართს. ის შესაძლოა, მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს რეალურისგან. დააკვირდით ტექსტის შინაარსა და სტილისტიკას. როგორც წესი, კიბერ დამნაშავეები გაუმართავი ტექსტით წერენ ადრესატს; • არ გადახვიდე საეჭვო ბმულებზე და არ გახსნათ მეილზე მიბმული საეჭვო ფაილები; • თუ მეილს საეჭვოდ ჩათვლით, დაუკავშირდით კომპანიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე და კითხეთ, მეილი ნამდვილად მათ ეკუთვნით თუ არა; • არასდროს გააზიაროთ თქვენი პაროლი ან პინ კოდი.
არცერთი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი თქვენი პაროლის მონაცემების გაზიარებას არ მოგთხოვთ; • თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პაროლი გამჟღავნდა ან თაღლითობის მსხვერპლი გახდით, დაუყონებლივ შეცვალეთ პაროლი და დაუკავშირდით ბანკს.