ავთანდილ თალაკვაძე თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან უშუალოდ განიხილა ის პრობლემები და საკითხები, რომელთაც თხილის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით მოსახლეობა აყენებს.
ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, მზად არის, მაქსიმალურად დაეხმაროს მოსახლეობასა და თხილის მწარმოებლებს, რათა ოზურგეთმა მიიღოს უკეთესი, მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი, თანამედროვე გადამამუშავებელი საამქროები და შეფასების სისტემა, რომელიც უფრო მაღალი ფასების დადგენას უზრუნველყოფს – შესაბამისად, გაზრდის შემოსავლებს თანამოქალაქეებისთვის.