ომარ ტაკიძე შუახეველებთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ომარ ტაკიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
მერობის კანდიდატი სოფელ ჭალაში, წყაროთასა და ახალდაბაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„მოსახლეობა დადებითად აფასებს მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებს. თუმცა, რჩება რიგი პრობლემული საკითხები, რომელთა მოგვარებასაც ვაპირებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩემს გუნდთან ერთად”, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ომარ ტაკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები