სამტრედიის მერობის კანდიდატი დავით ბახტაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

სამტრედიის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” დავით ბახტაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

“ამჯერად, ე.წ მესხების დასახლებას ვეწვიეთ. შევხვდით აქაურ მცხოვრებლებს და მათ მაჟორიტარობის კანდიდატთან, პაატა კოხრეიძესთან ერთად არსებულ საჭიროებებზე ვიმსჯელეთ.

ეს არის მოსახლეობა დიდი წარსულით და მდიდარი ტრადიციებით. მათი წინადადებები ჩვენთვის გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია.

ამ დასახლებაში მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა და ჯერი მიდგა სხვა დანარჩენი პრობლემის მოგვარებაზე.

თითოეული აქ მცხოვრების კეთილდღეობისთვის, მაქსიმალურად დავიხარჯები. ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის თვითმიზანი”,- აღნიშნა კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები