ბადრი ჯაფარიძე: თბილისს ვთავაზობთ გამორჩეულ პროფესიონალებს

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ თბილისში ათივე მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ეს ადამიანები „ლელოს“ გამორჩეული ლიდერები არიან.

„ესენი არიან „ლელო-საქართველოსთვს“ გამორჩეული ლიდერები. ისინი ერთვებიან ამ ბრძოლაში სწორედ იმ მიზნით, რომ თბილისს, მის მმართველობას ჩამოვაშოროთ „ქართული ოცნება“ და 2 ოქტომბრის შემდგომ ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში, თბილისში და ასევე, ყველა ადგილობრივი მმართველობით ორგანოებში შეწყდეს ერთპარტიული მმართველობა, კორუფცია, ნეპოტიზმი და ჩვენ მივაღწიოთ სტაბილურობას, კოალიციურ მმართველობას, იმას, რომ გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ქალაქები კრიზისიდან. ამ შემთხვევაში, თბილისს ვთავაზობთ გამორჩეულ პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თბილისის განვითარებაში და იმ მდგომარეობიდან გამოყვანაში, რომელიც ახლა „ქართული ოცნების“ მიერ არის შექმნილი“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები