ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ბეკამის მოსახლეობას შეხვდა

პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი ხაშურის მუნიციპალიტეტში თენგიზ ჩიტიაშვილი, სურამის მაჟორიტარ დეპუტატთან მაყვალა მაისურაძესთან ერთად, სოფელ ბეკამის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სოფელში მოასფალტებულია გზა და გაკეთებულია ცხაურები. სოფელ ბეკამში გზის მოასფალტებისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 960 555 ლარი დაიხარჯა.

ძირითად პრობლემად ადგილობრივებმა ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის ნაკლებობა დაასახელეს.

კანდიდატმა, სურამის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მოქალაქეებმა ერთად იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ. ბეკამში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების 2021 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშია გაწერილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები