“ქართული ოცნების” ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში (კრისხევი, ხცისი, მიწობი, წრომი, ახალშენი, ყელეთი, ხალები , ქვემო ოსიაური, ზემო ოსიაური, ახალსოფელი) მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი, ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავდროულად შემდგომი მოწვევის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ლევან გამრეკელი.

თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული სხვადასხვა სამუშაოები, რაც ძირითადად შიდა და სოფლამდე მისასვლელი გზების მოწესრიგებას, სასმელი წყლის დებეტის გაუმჯობესებას თუ სკვერების მოწყობას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, გამოწვევები კვლავაც რჩება,- აღინიშნა შეხვედრაზე.

„ადგილობრივებს ვპირდებით, რომ მათი უშუალო ჩართულობით და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ყველა პრობლემა გადაიჭრება. თითოეულ შეხვედრაზე ვგრძნობ მოსახლეობის მხარდაჭერას და ნდობას, რაც მაძლევს სტიმულს, რომ ღირსეულად ვუპასუხო ყველა გამოწვევას,“- განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა მოქალაქეებთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები