ხაშურის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ცხრამუხის მოსახლეობას შეხვდა
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი ხაშურის მუნიციპალიტეტში თენგიზ ჩიტიაშვილი ცხრამუხის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ისაუბრა გზის მოასფალტების აუცილებლობაზე.
“სოფელი ცხრამუხა შედის საუკუნის პროექტში, რომელიც მოიცავს ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას. პროექტის დასრულების შემდეგ 44 000-ზე მეტი აბონენტი, მათ შორის ცხრამუხის მოსახლეობა 24 საათის განმავლობაში იქნება წყლით უზრუნველყოფილი. გზის მოასფალტება დაიწყება მხოლოდ აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ “, – აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა მოქალაქეებთან შეხვედრისას.
ახალგაზრდა თაობამ გამოთქვა სურვილი სტადიონთან დაკავშირებით. კანდიდატმა ის ადგილიც მოინახულა, სადაც სამომავლოდ სტადიონის გაკეთეებაა დაგეგმილი.