ყაზბეგის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრებისას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა

ყაზბეგის მერობის კანდიდატმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა საზოგადოებას მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ამომრჩეველთან შეხვედრებისას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა.

„ოდითგანვე, მარიამობის დღესასწაულს ხევში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, განსაკუთრებული მოკრძალებით და სიყვარულით აღნიშნავენ.
მიხარია, რომ დღეს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად შევძელით, ღვთისადმი მადლიერება გამოგვეხატა, საერთო დღესასწაული გაგვეზიარებინა და ტაძრები მოგველოცა.
დედაღვთისმშობელი ფარავდეს ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს”, – განაცხადა ავსაჯანიშვილმა.

ცნობისთვის, ბაკურ ავსაჯანიშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ არის წარდგენილი.
27 აგვისტოს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მერობის კანდიდატი ვარდისუბნის და ტყარშეტის მოსახლეობას შეხვდა, სადაც ადგილობრივებთან ერთად სოფლებისთვის აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

„მოხევეები უღალატო და გაუტეხელი ხალხია. ასე მასწავლეს ოჯახში და მაშინ, როცა შესაძლებლობა მეძლევა, საჯარო მოხელის რანგში ვემსახურო იმ სოფელს სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ, შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ბუნებრივი პასუხისმგებლობა, რაც ჩემს თქვენთან შეხვედრებს ახლავს გაასმაგებულია და გპირდებით, ხევისა და ქვეყნისთვის კეთილ საქმეში ვიქნები უღალატო.
წინასაარჩევნოდ გამართული ყველა შეხვედრა მარწმუნებს, რომ ჩვენ ერთად უნდა განვსაზღვროთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტული საკითხები.
ზოგადად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ტურიზმს და ადგილობრივ მოსახლეობას ხელი შევუწყოთ იმ უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც მათ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში გამოარჩევს, რათა შემდგომში კიდევ უფრო წარმატებით გაართვან თავი სოფლის, რეგიონის და ქვეყნის როგორც წარმოჩენას ასევე წინსვლას”, – აღნიშნა ავსაჯანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები