Warner Bros.-მა მეოთხე „მატრიცა“ წარადგინა

კომპანია Warner Bros.-მა ლას-ვეგასში, გამოფენაზე CinemaCon ჟურნალისტებს ფილმის „მატრიცა“ მეოთხე ნაწილი წარუდგინა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებს ფილმიდან კადრები აჩვენეს და სურათის სახელწოდება გაუმხილეს: „მატრიცა: აღდგომები“. ჟურნალისტებმა ასევე ნახეს ტრეილერი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.

თუმცა თვითმხილველები ჰყვებიან, რომ სიუჟეტის მიხედვით, ნეოს წინა სამი ფილმის მოვლენები არ ახსოვს. „მატრიცის“ პრემიერა დეკემბერში გაიმართება. თავის როლებს დაუბრუნდნენ კიანუ რივზი (ნეო) და კერი-ენ მოსი (ტრინიტი). ფილმის რწჟისორი ლანა ვაჩოვსკია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები