ლევან დავითაშვილი: როგორც ყოველ წელს, წელსაც ხელისუფლება ხალხის გვერდით დგას და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი   სტიქიისგან დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და მტავრობის მიერ სეტყვით დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერისთვის მიღებული გადაწყვეტილებები   გააცნეს.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ როგორც  ყოველ წელს,  წელსაც ხელისუფლება დგას ხალხის გვერდითდა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს. ზოგიერთი პოლიტიკური ძალ ცდილობს სპეკულირებას და მოსახლეობის გრძნობებით თამაშს. აცხადებენ, რომ რომ მოსახლეობა მიტოვებულია და   ხელისუფლებისგან მხარდაჭერა არ აქვს, რაც არის აბსოლიტური სიცრუე. პირველი დღიდან, რთველის საკორდინაციო შტაბის თანამშრომლები მუშაობენ ფერმერებთან, რათა ორგანიზებულად მოხდეს დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. უნდა ითქვას, რომ სწორედ  ჩვენი ხელიუფლების პირობებში ხდებოდა მევენახეობის დარგის უპრეცედენტო მხარდაჭრა, როგორც თანმიმდევრული პოლიტიკის და ზოგადად, დარგის განვითრების, ასევე კონკრეტულ შემთხვევების, მათ შორის კონპესაციების კუთხით. 2012 წელს, ჩვენ გვახსოვს მასშტაბური კონპენსაციები, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ,,ქართუმ“ დაზარალებული მევენახეების კონპენსაცია განახორციელა. წელსაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა, ვისაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაცის სახით, 3000 ლარს მიიღებს. მევენახეები დაზიანებულ ყურძენს 1 გკ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო  საფერავს 1 ლარად  ჩაიბარებენ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები