სამტრედიაში წინასაარჩევნო მარათონმა სტარტი აიღო

სამტრედიაში წინასაარჩევნო მარათონმა სტარტი აიღო.
მოსახლეობასთან შეხვედრებს მმართველი პარტიის წარმომადგენლები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ.

დღეს, მერობის კანდიდატი, დავით ბახტაძე, რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩების მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან, ზაზა ადეიშვილთან და დავით ჯანელიძესთან ერთად შეხვდა. ,,ადგილობრივებისთვის ჩვენი გუნდის ხედვებისა და პრიორიტეტების გაცნობა საერთო ინტერესის სფეროა.
დღევანდელი შეხვედრა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში შედგა. ურბანული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტი ფართომასშტაბიანია და განვითარება გრძელდება. ვხედავთ როგორია ტემპი და ეს ყვალაფერი ჩვენი ქალაქის განვითარების საწინდარია. შეხვედრების ფორმატი უშუალოა. აქ ჩემს შვილთან ერთად ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია მომავალზე ზრუნვა. მოსახლეობა თავის საჭიროებებზე ღიად საუბრობს. ერთად ვმსჯელობთ არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ სტაბილური მომავალი ჩვენი შვილებისთვის.
ამომრჩევლის ნდობის მაქსიმალური გამართლება ჩემი თვითმიზანია”, – აღნიშნა სამტრედიის მერობის კანდიდატმა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები