ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ლერი ბარნაბიშვილი უკვე მეორე დღეა კახეთში იმყოფება და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი უკვე მეორე დღეა კახეთის რეგიონში იმყოფება და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება.

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. გარდა სამეურნეო სავარგულებისა სტიქიამ დააზიანა სახლები, ძლიერმა ქარმა სოფელ გავაზში სკოლას სახურავი გადახადა.

ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, უმოკლეს ვადებში მოხდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც სპეციალური კომისია დაზარალებულ სოფლებში მუშაობას დაასრულებს.

ცნობისთვის, დასეტყვილი ყურძნის დაბინავება თელავში, გურჯაანსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში უკვე შესაძლებელია.სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები