თეთრი სახლი: არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმა „თალიბანსა“ და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის იყო კოორდინირებული

White House press secretary Jen Psaki speaks during a press briefing at the White House, Friday, Jan. 29, 2021, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის გასაგრძელებლად „თალიბანთან“ მუშაობაა საჭირო.

„რეალობა ის არის, რომ თალიბები ავღანეთის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, მათ შორის აეროპორტის პერიმეტრის მიმდებარე ტერიტორიას. ამიტომაც, ამერიკის მოქალაქეებისა და ჩვენი ავღანელი პარტნიორების გაყვანასთან დაკავშირებით კოორდინაცია გვიწევს“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჯენ ფსაკის თქმით, ამ დროისთვის არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმა „თალიბანსა“ და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის იყო კოორდინირებული.

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, ტეორისტული თავდასხმის შედეგად, 200-მდე ადამიანია დაჭრილი.

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 – დაჭრილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები