„ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატმა ჯონდო მდივნიშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა

ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ჯონდო მდივნიშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა გიორგეთისა და ფონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან.

კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობამ მერობის კანდიდატს მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატება უსურვა, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე.

„ჩემი მიზანია, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში უფრო სწრაფი ტემპით მოვახდინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გავაგრძელო საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია -მშენებლობა, მომავალ თაობას შევუქმნა ღირსეული და კომფორტული გარემო სწავლისა და განვითარებისათვის, მეტი ძალისხმევით და მონდომებით მივცეთ გზა ახალგაზრდების განვითარებას, შევქმნათ სხვადასხვა პლატფორმა არაფორმალური განათლებისათვის, გავიზიაროთ და ხორცი შევასხათ ახალგარზდების იდეებსა და სურვილებს, აქტიურად გავაგრძელო რეკრეაციული სივრცეების და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ვიზრუნოთ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, შეუქცევადი პროცესი გავხადოთ უნიკალური ტურისტული პოტენციალის ათვისება და განვითარება, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და მჭიდრო კომუნიკაციით ხელი შევუწყოთ გლეხებისა და ფერმერების გაძლიერებას, ვინაიდან ძლიერი ოჯახი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ძლიერი სოფელი კი ძლიერ ქვეყანას”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

გიორგეთისა და ფონის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტები მიმდინარე წელს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება. ადგილობრივების მოთხოვნები ძირითადად სოციალურ პრობლემებს, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ინტერნეტიზაციის საკითხებს მოიცავდა. მოსახლეობამ მერობის კანდიდატს მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატება უსურვა, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები