CinéDOC Weekends – ნინო მემანიშვილის ფილმის კინოჩვენება

28 აგვისტოს, 17:00-21:00 საათამდე პერიოდში, ვებგვერდზე https://cinedoc-tbilisi.com/en/yellow-hall, ონლაინ, Focus Caucasus-ის საკონკურსო სექციის პლატფორმაზე, ნაჩვენები იქნება კინორეჟისორ ნინო მემანიშვილის ფილმი – „მე არ მაქვს ფრთები”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქვე, 21:00 საათზე, გაიმართება დისკუსია რეჟისორთან.
ფილმის შესახებ:
პროდიუსერი: ქეთევან ნოზაძე. ოპერატორი: ნინო მემანიშვილი, მალხაზ ბერძენიშვილი; მონტაჟი: ნინო მემანიშვილი, მალხაზ ბერძენიშვილი.
მახო საქართველოს ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს. Სურს, რომ ოჯახის ტრადიცია გააგრძელოს და, ბაბუის მსგავსად, ბაზიერი გამოვიდეს. დროის უმეტეს ნაწილს  საუკეთესო მეგობართან, მისივე გაწრთვნილ ემილისთან ატარებს.
მახოს ქორი ქალაქში მიყავს, რომ ტურისტებს ჩიტთან სურათის გადაღება შესთავაზოს და ამ საქმიანობით ოჯახი არჩინოს, რომელშიც ბებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმასთან ერთად ცხოვრობს. ფილმი იკვლევს, რამდენად შეძლებს მთავარი გმირი, სირთულეების მიუხედავად, შეინარუნოს მოტივაცია, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიოს.
ფილმის ტრილერი – https://www.youtube.com/watch?v=P6iGCSiefrY

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები