დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს

დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ნოდარ ჩიმაკაძე განმარტავს, ჰოსპიტალში ამ დროისთვის პაციენტთა მიღების აუცილებლობა აღარ არსებობს.

მისივე თქმით, დიღმის საველე ჰოსპიტალი ახლა სარეზერვო ჰოსპიტალი იქნება.

„დღევანდელი მდგომარეობით, დიღმის საველე ჰოსპიტალში 25-მდე პაციენტია, შეინიშნება მცირედი სტაბილიზაცია. პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დღეს ვგეგმავთ მათ გაწერას, ამის შემდგომ დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტებს აღარ მიიღებს და იქნება სარეზერვო ჰოსპიტალი. იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდება მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება მისი გამოყენება. შეინიშნება მცირედი სტაბილიზაცია, სტაციონარული საწოლები არის თავისუფალი, შესაბამისად, არ არის იმის საჭიროება, რომ საველე ჰოსპიტალში პაციენტები მოხვდნენ“, – განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები