დავით ზალკალიანი: ჩვენ დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ აპრილის თვეში დავიწყეთ არჩევნებისთვის მზადება, ყველა სადამკვირვებლო მისიას გავუგზავნეთ მოწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, არჩევნებისთვის მზადება ჯერ კიდევ აპრილის თვეში დაიწყო და მოწვევა ყველა სადამკვირვებლო მისიას გაეგზავნა.
„ჩვენ დიდი ხნით ადრე დავიწყეთ არჩევნებისთვის მზადება. ჯერ კიდევ აპრილის თვეში. ყველა სადამკვირვებლო მისიას გავუგზავნეთ მოწვევა, მათ შორის, ყველაზე დიდი გახლავთ ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისია. ასევე, ყველას, ვინც კი წინა არჩვენებზე იყო საქართველოში, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და პარტნიორ ქვეყანას უკვე მიღებული აქვს მოსაწვევი, მათ შორის, უკვე დაკონკრეტებული თრიღით.
ჩვენ უკვე თბილისში გვყავს ეუთო, რათა ჰქონდეთ ყველა შესაბამისი პირობა ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მათ შორის, კოვიდის პირობებში. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება წინა არჩევნებიდან გამომდინარე და დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნებზეც მათ ყველა შესაბამისი პირობა ექნებათ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.