ამერიკაში მცხოვრები ექიმი: ორსულებო, მეძუძურო დედებო აიცერით სასწრაფოდ – ვაქცინაცია თქვენთვისაც და პატარასთვისაც უსაფრთხოა
“Pfizer-ზე ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ ორსულების აცრა უსაფრთხოა ნებისმიერ ტრიმესტრში. აცრა დაგიცავთ კოვიდის რთული ფორმებისა და სიკვდილისგან. ვაქცინაციით უკვე მუცლადყოფნის ასაკიდან იზრუნებთ თქვენს პატარაზე”, – ამის შესახებ ნიუ იორკის ,,მაიმონდის” ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.
ექიმი ვაქცინაციისკენ მეძუძურ დედებსაც მოუწოდებს.
“ორსულებო, აიცერით სასწრაფოდ და ასე დაიცავით თავიც და პატარაც. აცრის კომპონენტები არ გადის პლაცენტის ბარიერს და ვერ მიაღწევს ნაყოფამდე. თქვენ მიერ გამომუშავებული ანტისხეულები კი გადიან პლაცენტის ბარიერს და უმრავლეს შემთხვევაში ბავშვი უკვე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიტეტით დაიბადება.
Pfizer-ზე ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ ორსულების აცრა უსაფრთხოა ნებისმიერ ტრიმესტრში. აცრა დაგიცავთ კოვიდის რთული ფორმებისა და სიკვდილისგან. ვაქცინაციით უკვე მუცლადყოფნის ასაკიდან იზრუნებთ თქვენს პატარაზე.
მეძუძურო დედებო, აიცერით სასწრაფოდ, გთხოვთ. უსაფრთხოა ვაქცინაცია თქვენთვისაც და პატარასთვისაც. აცრის კომპონენტები დედის რძეში ვერ ხვდებიან, აი ანტისხეულებით შვილის დაცვას კი უმრავლეს შემთხვევაში ძუძუთი კვებით მოახერხებთ. არა მარტო კოვიდისგან, ძუძუთი კვება პატარას დაიცავს ბევრი საფრთხისგან და ის ფსიქოლოგიურად უფრო ჯანმრთელი გაიზრდება.
საქართველოს ეპიდსიტუაცია არ იძლევა იმის ფუფუნებას რომ თქვენ ქორწილებში და თავყრილობებზე იაროთ. გაუფრთხილდით თავს და თქვენს პატარებს, გთხოვთ. გაატარეთ ერთი ზაფხული მშვიდ, უსაფრთხო გარემოში. ასე უზრუნველყოფთ იმას, რომ თქვენმა შვილებმა დედასთან ბევრი ბედნიერი წელი გაატარონ.
გთხოვთ, ნუ უგულებელვყოფთ საფრთხეს…”, – წერს გეგეჭკორი.