“ქაბულის აეროპორტთან ტერაქტი შესაძლოა, უახლოეს საათებში მოხდეს” – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯეიმს ჰეპის განცხადებით, ქაბულის აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმა შესაძლოა, უახლოეს საათებში მოხდეს.

ამის შესახებ მან Sky News-თან საუბარში თქვა.

“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაზვერვა ძალიან დარწმუნდა იმაში, რომ აეროპორტზე თავდასხმა გარდაუვალია”, – თქვა მინისტრმა. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ტერაქტი რამდენიმე საათში მოხდეს, ჯეიმს ჰეპიმ დადებითად უპასუხა.

მისი თქმით, “ისლამური სახელმწიფოს” წევრები ხვდებიან, რომ, ევაკუაციის დასრულების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანია კონცენტრირებული აეროპორტში, რაც “აძლევს მათ შესაძლებლობას, გააკეთონ ისეთი რამე, რაც შეიძლება, დამთრგუნველი იყოს”.

მინისტრმა დასძინა, რომ დიდ ბრიტანეთს არ ჰყავს ჯარი ადგილზე საფრთხის მოსაძიებლად და აღმოსაფხვრელად.

დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ, გაზრდილი ტერორისტული საფრთხის გამო, აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის მთავრობებმა საკუთარ მოქალაქეებს მიმართეს, უახლოეს დღეებში თავი შორის დაიჭირონ ქაბულის აეროპორტისგან. ისინი კი, ვინც უკვე ტერიტორიაზე იმყოფებიან, მოერიდონ ღობეს, რადგან, დაზვერვის მონაცემით, სწორედ მსგავს პერიმეტრზეა მოსალოდნელი ტერაქტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები