ტერაქტის მაღალი საფრთხე ქაბულის აეროპორტში – აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია საკუთარ მოქალაქეებს მიმართავენ

აშშ -ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მთავრობებმა მიმართეს თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც ქაბულიდან ევაკუაციას ელოდებიან, ტერორისტული საფრთხის გამო, აეროპორტში მისვლას მოერიდონ.

ამის შესახებ BBC წერს.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა “საფრთხეზე აეროპორტის ჭიშკრის ფარგლებს” და რეკომენდაციით მიმართა საკუთარ მოქალაქეებს, “მითითების მიღებამდე არ გაემგზავრონ აეროპორტთან, მით უმეტეს, თავი მოარიდონ ჭიშკარს”.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე სთხოვა მოქალაქეებს, “ტერორისტული თავდასხმის მაღალი საფრთხის გამო”, მოერიდონ აეროპორტს, მათ კი, ვინც უკვე იმყოფება ტერიტორიაზე – “გადავიდნენ უსაფრთხო ადგილას და დაელოდონ შემდგომ რეკომენდაციებს”.
ასევე, აღინიშნება, რომ აეროპორტში საგზაო მოგზაურობა “უკიდურესად საშიში” გახდა.

იგივე განცხადება გააკეთა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მერის პეინმა. მისი თქმით, ამჟამად, ტერორისტული თავდასხმის მაღალი საფრთხე არსებობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები