მიხეილ სააკაშვილი: საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება – გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო

“საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გამარჯვებისთვის ძალების მობილიზაციაა საჭირო.

“საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება!

გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება – ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ, რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში.

მე ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყველანაირი გადადების, ამ რეფერენდუმის”, – წერს სააკაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები