სუს-ში “ისლამური სახელმწიფოს” წევრობის კავშირის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს. საქმის მასალები უკვე გადაეცათ ადვოკატებს.
ირკვევა, რომ საქმის მასალებში დევს აუდიო-ვიდეო და ფოტომასალები დაკავებულების გამოსახულებით.
დაკავებულ ცათიაშვილს ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებაში დახმარება, ხოლო დანარჩენ ოთხს – “ისლამური სახელმწიფოს” წევრობა.
ბრალი 10-12 და 10-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
სპეცოპერაცია გუშინ პანკისში, სოფელ დუისსა და ქორეთში ერთდროულად ჩატარდა.