ლევან იოსელიანი: არჩევნების ჩატარების მომხრე ვარ იმ პირობებში, თუ ეს ადამიანების ინფიცირების რიცხვს არ გაზრდის
“მე არჩევნების ჩატარების მომხრე ვარ იმ პირობებში, თუ ეს ადამიანების ინფიცირების რიცხვს არ გაზრდის”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა.
„ამ საკითხზე დისკუსია აუცილებელია. თუ არჩევნების ჩატარებას კიდევ უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალება და ინფიცირების შემთხვევები უნდა მოჰყვეს, რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა გადაიდოს. თუ შესაძლებელია, ჩატარდეს ისეთ გარემოში, რეგულაციების დაცვით, როგორც ეს 2020 არჩევნების დროს მოხერხდა, მაშინ ის უნდა გაიმართოს“, – განაცხადა იოსელიანმა.