სომხეთის პარლამენტში დაცვამ ჟურნალისტებზე იძალადა და მათთვის სამუშაოდ განკუთვნილი ადგილიდან გამოაძევა

სომხეთის პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ იძალადეს და მათი მუშაობისთვის განკუთვნილი ადგილიდან გამოაძევეს.

შესაბამისი ფაქტის ამსახველ ვიდეოს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, რომ ჟურნალისტები დეპუტატების დღეს უკვე მეორე ჩხუბს აკვირდებოდნენ ლოჟიდან, რა დროსაც მათთან დაცვის წევრები მივიდნენ და ტერიტორიიდან გამოაძევეს.

მეორე ლოჟაში მყოფ ჟურნალისტებს დაცვა მოუწოდებდა, არ გადაეღოთ კანონმდებლების ჩხუბი.

რაც შეეხება სომხეთის ეროვნულ საკრებულოში (პარლამენტი) მიმდინარე მოვლენებს, დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უკვე მეორე დღეა, გარკვეული დროის შუალედებით ხდება.

დღეს უკვე მეორედ იჩხუბეს მმართველი და ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები