გივი მოდებაძე: გამარჯვების შემთხვევაში, ჭიათურის სოფლებზე ზრუნვას გავაგრძელებ
“გამარჯვების შემთხვევაში, ჭიათურის სოფლებზე ზრუნვას გავაგრძელებ”, – ამის შესახებ ჭიათურაში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, გივი მოდებაძემ განაცხადა.
გივი მოდებაძემ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა.
,,მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ რცხილათსა და ბიღაში ჩავატარე. განვიხილეთ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ.
ამ სოფლებში მოეწყო ცენტრალური საავტომობილო გზა, გაკეთდა შიდა საუბნო გზები, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის მიზნით, რცხილათის საჯარო სკოლაში მოეწყო საბავშვო ბაღი, სოფელ ბიღაში კი გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
საარჩევნო შეხვედრის ბოლოს, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს ვუპასუხე”, – განაცხადა მოდებაძემ.