მარტვილში მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, თორნიკე ჯანაშია გაეცნო
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქუქითის გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს მარტვილში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, თორნიკე ჯანაშია გაეცნო.
„სოფელ ხუნწში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. აქ არქეოლოგიური გათხრები 2015 წელს დაიწყო. გათხრების შედეგად, ნაპოვნია გალავნის 50 მეტრზე მეტი ფრაგმენტი, ტაძრის ნაშთები, დარბაზის იატაკი და სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭლის ექსპონატები.
გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნაციხარი მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის, სამომავლოდ საინტერესო და მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს როგორც არქეოლოგიური, ასევე, ეტურისტული თვალსაზრისითაც”, – აღნიშნა თორნიკე ჯანაშიამ.
ქუქითის გორაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნაპოვნია დარბაზის იატაკი და სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭლის ექსპონატები.