ამირან გამყრელიძე: დასწრებულ სწავლებაზე რეკომენდაციის გასაცემად, სკოლის პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი
“დასწრებულ სწავლებაზე რეკომენდაციის გასაცემად, სკოლის პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დისტანციურ სწავლებაზე გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს.
„ამ დღეებში რამდენჯერმე ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლებაზე. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი, დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხედვით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.