24 აგვისტოს ბათუმი-ახალციხის გზაზე ერთი საათით მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ზიმო-7“ ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 57-ე, 68-ეკილომეტრზე კლდის ფერდიდან ჩამონაშალის გასუფთავებას. სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2021 წლის24 აგვისტოს 16:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილებზე ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი საშუალებებით დაიფარება ინდივიდუალური დაპროექტების საგზაო ნიშნები და განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.