გივი მოდებაძე: ძლიერი სოფელი ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ძლიერი სოფელი ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა, გივი მოდებაძემ სოფელ ქვაციხესა და საკურწეში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, სოფლებში აღორძინდა ქართული ჩაი, განვითარდა საკალმახე და სანერგე მეურნეობები.

,,მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავქრი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებაა. ამ მიზნით, ბოლო წლებში როგორც ქვაციხეში, ისე საკურწეში ხელისუფლების მხარდაჭერით აღორძინდა ქართული ჩაი, განვითარდა საკალმახე და სანერგე მეურნეობები. ამავდროულად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოაწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, მოეწყო ამბულატორია. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ,,ქართული ოცნების” გუნდთან ერთად გავაგრძელებ ჭიათურის სოფლებზე ზრუნვას,” – განაცხადა გივი მოდებაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები