“თალიბანი” აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს

აშშ და დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციისთვის დამატებით დროს ვერ მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება შედეგები, – ამის შესახებ “თალიბანის” წარმომადგენელმა, სუჰეილ შაჰინმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ხალხის გაყვანის ბოლო ვადაა 31 აგვისტო.

 

“ეს წითელი ხაზია. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ისინი 31 აგვისტოსთვის გაიყვანენ ყველა სამხედრო ძალას. ამიტომ, თუ ისინი გაახანგრძლივებენ ყოფნას, ეს ნიშნავს, რომ ისინი აფართოებენ ოკუპაციას, თუმცა ,ამაში აუცილებლობა არ არის,” – თქვა შაჰინმა – იტყობინება Sky News-ი.

 

მისი თქმით, “თუ შეერთებული შტატები ან ბრიტანეთი მოითხოვენ დამატებით დროს ევაკუაციის გასაგრძელებლად, პასუხი იქნება – არა”.

 

“წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება შედეგები. ეს ჩვენ შორის უნდობლობას შექმნის. თუ ისინი აპირებენ ოკუპაციის გაგრძელებას, ეს გამოიწვევს რეაქციას”, – დასძინა შაჰინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები