გარდაიცვალა თუ არა ორჯერ აცრილი მოქალაქე – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ორჯერადად აცრილი მოქალაქეების კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენიმეჯერ გავრცელდა.
ამჯერად ფეისბუქმომხმარებელმა ლუკა ფეიქრიშვილმა დაპოსტა და გარდაცვლილის გვარიც დაასახელა.
“ამ წამს დამირეკა დედამ, კორონავირუსით გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი მეგობარი ომარ ფიცხელაური, რომელსაც ორი აცრა ჰქონდა გაკეთებული”,- წერს ფეიქრიშვილი.
“კვირამ” აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაამოწმა.
ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას არ ადასტურებს.
რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ.
“ასეთი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. რაც შეეხება გარდაცვლილების სახელებსა და გვარებს, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია”,- განუცხადეს “კვირას” უწყებაში.