22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 962 165 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 962 165 აცრა.
მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 23.7%.
“სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 10.0%. 21 აგვისტოს აიცრა 23 303 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.